Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ქდმ გიორგი თარგამაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს


"ქრისტიან-დემოკრატები" დღეს პრეზიდენტობის კანდიდატად მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს დაასახელებენ. სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში დღეს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების "ქრისტიან-დემოკრატებთან" ერთად კონფერენციას გამართავს. კონფერენციის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნებია. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებაზე დასახელდება გიორგი თარგამაძე ქდმ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტებების გაკეთებისგან გიორგი თარგამაძე კონფერენციამდე თავს იკავებს.
XS
SM
MD
LG