Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს იწურება თსუ-ის რექტორის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა


დღეს, 18:00 საათზე იწურება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა; რექტორის არჩევნები კი 16 აგვისტოს ჩატარდება. თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, რომელიც ახლა რექტორის მოვალეობას ასრულებს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. კვიტაშვილის განმარტებით, მისი ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვის ერთადერთი გზა იყო. ინიცირებული კანონპროექტის ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს რექტორისა და დეკანის თანამდებობის დასაკავებლად სამეცნიერო-აკადემიური ხარისხის ქონის მოთხოვნა.
XS
SM
MD
LG