Accessibility links

logo-print

კაიროს ცენტრში მიტინგს გამართავენ მუჰამად მურსის მომხრეები და მოწინააღმდეგეები


ეგვიპტეში გადაყენებული პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მომხრეები და მოწინააღმდეგეები, დღეს კაიროს ცენტრში მიტინგის გამართვას გეგმავენ. მოძრაობა „მუსლიმანთა საძმოს“ განცხადებით, ისინი იმ დრომდე აპირებენ აქციების გამართვას, სანამ მუჰამად მურსი პოსტს არ დაუბრუნდება. ოფიციალური მონაცემებით, ეგვიპტეში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 50-მდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG