Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენი უფლებადამცველებთან შეხვედრას ითხოვს


შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილმა კონტრაქტორმა ედვარდ სნოუდენმა უფლებადამცველ ორგანიზაციებს სთხოვა შეხვედრა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში. სნოუდენი, რომელზეც შეერთებულ შტატებს ძებნა აქვს გამოცხადებული თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე ინფორმაციის გავრცელების გამო, სავარაუდოდ, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება მას შემდეგ, რაც 23 ივნისს ჰონ-კონგიდან მოსკოვში ჩაფრინდა. სნოუდენთან შეხვედრაზე მიწვეულებს შორის, ცნობების თანახმად, არიან „ამნესტი ინტერნეიშნალის“, „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენლები და რამდენიმე ცნობილი რუსი ადვოკატი. სნოუდენმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ შეატყობინა, რომ შეხვედრა მედიისათვის დახურული იქნება, მაგრამ ის შეხვედრის შემდეგ აპირებს ჟურნალისტებთან საუბარს.
XS
SM
MD
LG