Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს გოგონების განათლების მომხრე პროფესორი


პაკისტანში, ბალოჩისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს პროფესორი, რომელიც გოგონათა განათლების აქტიური მომხრე იყო. პოლიციის ცნობით, პროფესორს, აბდულ რაზაყს, მოტოციკლით გადაადგილებისას გაუხსნა ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა. რაზაყი ადგილზე დაიღუპა, მისი თანმხლები კოლეგა დაიჭრა. პოლიციის ვარაუდით, ინციდენტი განზრახ მკვლელობა იყო. რაზაყი კოლეჯში ასწავლიდა და აქტიურად უჭერდა მხარს გოგონებისთვის განათლების საშუალების მიცემას. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
XS
SM
MD
LG