Accessibility links

logo-print

ერაყში ძალადობას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს შეეწირა სულ მცირე 40 ადამიანი. 11 პირი დაიღუპა ბაღდადიდან 200 კილომეტრის მოშორებით, ჰადითასა და ბაიჯის შორის გზაზე, პოლიციის გამშვებ პუნქტებზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. კიდევ 11 იმსხვერპლა დანაღმული მანქანის აფეთქებამ ქალაქ მუყდადიაში, ბაღდადიდან 80 კილომეტრის მოშორებით. აფეთქებები და თავდასხმები მოხდა ასევე ბაღდადში, ტიქრიტში და ანბარის პროვინციაში. გაეროს თანახმად, ივნისში ექსტრემისტების თავდასხმებს ერაყში 761 ადამიანი შეეწირა. თუმცა ძალადობის მასშტაბი მაინც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2006-07 წლებში კონფესიებს შორის დაპირისპირების ინტენსიურ ფაზას - როცა ძალადობას თვეში ზოგჯერ 3,000-ზე მეტი ადამიანი ეწირებოდა.
XS
SM
MD
LG