Accessibility links

logo-print

დღეს დასახელდა პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი


27 ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერიც იყრის. ამის შესახებ დღეს თავად გიორგი თარგამაძემ განაცხადა თბილისში, საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატების ერთობლივ კონფერენციაზე. თარგამაძის შეფასებით, მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიულ იდეოლოგიას შეუძლია ერთი მხრივ, შეინარჩუნოს ეროვნული თვითმყოფადობა და მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს საქართველოს, როგორც თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ”მე იდეალისტი ვარ და ღრმად მწამს, რომ ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული პოლიტიკით შეიძლება ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერება და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
XS
SM
MD
LG