Accessibility links

logo-print

შტეფან ფიულე: მითია, რომ საქართველოს ვილნიუსის სამიტზე წარმატების ძალიან დაბალი შანსი აქვს


მითია, რომ საქართველოს ვილნიუსის სამიტზე წარმატების ძალიან დაბალი შანსი აქვს და მითია ის, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო აღარ განაგრძობს ევროპასა და დემოკრატიულ რეფორმებზე ორიენტირებულ გზას - ამის შესახებ ბათუმში, საქართველოს ევროპული გზის და ვილნიუსის სამიტის მზადებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ. მან მითი უწოდა იმასაც, რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორ მუშაობს სახელმწიფო წარსულის მემკვიდრეობაზე და, რომ ევროკავშირი არ არის საკმაოდ აქტიური და შესაბამისად არ აღიქვამს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ფიულემ აღნიშნა, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში საქართველოში მისი უკვე მესამე ვიზიტი ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ ევროკავშირი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც პარტნიორს და მეგობარს. ბათუმის კონფერენციაზე გამოსვლისას ევროკომისარმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლიანობა და კანონის უზენაესობა, მუდმივად არ უნდა იყოს საუბარი იმაზე, თუ რა გაააკეთა ყოფილმა მთავრობამ, რადგან ქვეყანა უნდა იხედებოდეს მომავალისკენ და ყველაფერი გააკეთოს დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. ”ჩვენ ახლა ვართ ისტორიული ხელშეკრულების დადების ზღვარზე, რომელიც გააძლიერებს საქართველოს ადგილს აღმოსავლეთ პარტნიორობაში და მოვუწოდებ საქართველოს, რომ ამ შესაძლებლობას ორივე ხელით ჩაეჭიდოს”, - განაცხადა შტეფან ფიულემ. მისივე თქმით, ევროკავშირი იქნება მომთხოვნი პარტნიორი, მაგრამ საქართველოს მხარდასაჭერად ყველაფერს გააკეთებს.
XS
SM
MD
LG