Accessibility links

logo-print

ირლანდიის პარლამენტმა გარკვეულ შემთხვევებში დაუშვა აბორტი


ირლანდიის პარლამენტმა პირველად დართო ნება გარკვეულ შემთხვევებში აბორტის გაკეთებას. პარასკევს დილით ადრე გამართულ კენჭისყრას წინ უძღვოდა ინტენსიური საჯარო დისკუსია ამ მეტად რელიგიურ, კათოლიკე ქვეყანაში. ახალი კანონის თანახმად, აბორტი ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ექიმები დაადგენენ, რომ ორსულობა ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. კანონპროექტი შეიმუშავა პრემიერ-მინისტრ ენდა კენის მთავრობამ. ინიციატივის ფონი შარშან მომხდარი შემთხვევა იყო - როცა ქალს, რომელსაც მუცელი ეშლებოდა, აბორტზე საავადმყოფომ უარი უთხრა და ის სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. კათოლიკე კონსერვატორები აცხადებენ, რომ კენის პარტიას ხელისუფლებას ჩამოაშორებენ იმის გამო, რომ მათ დაარღვიეს 2011 წელს ჩატარებული კამპანიის დროს დადებული პირობა - რომ აბორტის საკითხის შესახებ არ მიმართავდნენ საკანონმდებლო ინიციატივებს.
XS
SM
MD
LG