Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენი უფლებადამცველებს ხვდება


შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, ედვარდ სნოუდენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ხვდება უფლებადამცველებს და ადვოკატებს. შეხვედრა მიმდინარეობს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, სადაც სნოუდენი მას შემდეგ იმყოფება, რაც 23 ივნისს ჰონგ-კონგიდან მოსკოვში ჩაფრინდა. შეერთებულ შტატებს სნოუდენზე ძებნა აქვს გამოცხადებული თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე ინფორმაციის გავრცელების გამო. ეს სნოუდენის საჯაროდ გამოჩენის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში ჩაფრინდა. შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა სნოუდენი აცხადებს, რომ მოგვიანებით ჟურნალისტებსაც დაელაპარაკება. უფლებადამცველებისთვის გაგზავნილ მიწვევაში სნოუდენმა დაგმო აშშ-ის მთავრობის მიერ წარმოებული „უკანონო“ კამპანია, რომლის მიზანია მას ხელი შეუშალოს პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებაში. სნოუდენს ამ ეტაპზე თავშესაფრის გამოყოფა შესთავაზეს ვენესუელამ, ბოლივიამ და ნიკარაგუამ.
XS
SM
MD
LG