Accessibility links

თენგიზ გუნავას პატიმრობა მიესაჯა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, თენგიზ გუნავას. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. გუნავა დამნაშავედ სცნეს წაყენებული სამი ბრალდებიდან ორში - სახელმწიფო ქონების მითვისებასა და ბენზინის ტალონების გაფლანგვაში. გუნავა უდანაშაულოდ მიიჩნიეს ბრალდების მესამე ეპიზოდში, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში - რაც მძღოლის დაჭრის ბრალდებას მოიცავდა. გავრცელებული ცნობებით, გუნავას ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG