Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ სნოუდენი თავშესაფარს სთხოვს რუსეთს


რუსი უფლებადამცველები და ადვოკატები, რომლებიც დღეს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ედვარდ სნოუდენს შეხვდნენ, აცხადებენ, რომ აშშ-ის უშიშროების ყოფილ კონტრაქტორს რუსეთში სურს დარჩენა და ამ ქვეყანას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართავს. შეხვედრა შედგა აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, სადაც სნოუდენი მას შემდეგ იმყოფება, რაც 23 ივნისს ჰონკონგიდან მოსკოვში ჩაფრინდა. შეერთებულ შტატებს სნოუდენზე ძებნა აქვს გამოცხადებული თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე ინფორმაციის გავრცელების გამო. ეს სნოუდენის საჯაროდ გამოჩენის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ის მოსკოვში ჩაფრინდა.
XS
SM
MD
LG