Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ქირქუქში აფეთქებამ 40-მდე ადამიანი შეიწირა


ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 38 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება პარასკევს საღამოს მოეწყო ხალხით სავსე კაფესთან. ჯერ არ არის ცნობილი, ვის ეკისრება თავდასხმაზე პასუხისმგებლობა. აქამდე ასეთ აფეთქებებში არაერთხელ დაუდანაშაულებიათ სუნიტი ექსტრემისტები. ერაყში უმრავლესობაში მყოფ შიიტებსა და სუნიტურ უმცირესობას შორის დაპირისპირებამ მიმდინარე წელს ათასობით ადამიანი შეიწირა, მათგან, გაეროს ინფორმაციით, 760 მარტო ივნისში.
XS
SM
MD
LG