Accessibility links

საფრანგეთში გამორიცხავენ, რომ სარკინიგზო ავარია ადამიანის შეცდომამ გამოიწვია


საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა გამორიცხა, რომ ადამიანის შეცდომა იყო სარკინიგზო ავარია, რომელმაც პარასკევს, სულ ცოტა, ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სწრაფმავალი მატარებელი, რომელშიც 385 ადამიანი იმყოფებოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა პარიზიდან 20-მდე კილომეტრში. დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის რვა - მძიმედ. როგორც ტრანსპორტის მინისტრმა ფრედერიკ კუვილიემ დღეს უთხრა საფრანგეთის მედიას, გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა ლიანდაგის დაზიანება ავარიის მიზეზი. კუვილიეს ინფორმაციით, მატარებელი ავარიის მომენტში საათში 137 კილომეტრით გადაადგილდებოდა, რაც დაშვებულ ლიმიტზე - საათში 150 კილომეტრზე ნაკლებია.
XS
SM
MD
LG