Accessibility links

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სნოუდენის შესახებ ისაუბრეს


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის საქმეზე. საუბრის დეტალებზე ჯერ არაფერს იუწყებიან. შეერთებულ შტატებს ძებნა აქვს გამოცხადებული სნოუდენზე მას შემდეგ, რაც მან თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე ინფორმაცია გაავრცელა. პარასკევს ვაშინგტონმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ სნოუდენისათვის თავშესაფრის მინიჭება მას „პროპაგანდის პლატფორმას“ მისცემდა. სნოუდენმა პარასკევს გამოაცხადა, რომ რუსეთში თავშესაფარს ითხოვს. იმავე დღეს სნოუდენი ადამიანის უფლებების დამცველებს შეხვდა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, სადაც სატრანზიტო ზონაში იმყოფება მას შემდეგ, რაც 23 ივნისს ჩაფრინდა ჰონ-კონგიდან მოსკოვში. ობამას ადმინისტრაცია მოსკოვისაგან მოითხოვს სნოუდენის ექსტრადიციას, შეერთებულ შტატებში მის გასასამართლებლად.
XS
SM
MD
LG