Accessibility links

logo-print

ერაყი აცხადებს, რომ ვერ უშლის ხელს სირიისთვის ირანიდან იარაღის მიწოდებას


ერაყის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჰოშიარ ზებარის განცხადებით, ერაყი ვერ უშლის ხელს მეზობელ ირანს სირიისათვის იარაღის მიწოდებაში. ლონდონში დაფუძნებულ არაბულენოვან გაზეთ „აშარკ ალ-ავსათთან“ საუბარში, მინისტრმა აღნიშნა, რომ ერაყი გმობს სირიისათვის იარაღის მიწოდებას ერაყის საჰაურო სივრცის გავლით და ამის შესახებ ოფიციალურად შეატყობინებს ირანის მხარეს. მაგრამ, მინისტრის თქმით, ერაყს არ შესწევს უნარი, შეაჩეროს იარაღის ტრანსპორტირება. ირანი არის მთავარი მოკავშირე სირიის პრეზიდენტ ბაშარ-ალ ასადისა, რომლის რეჟიმიც მეამბოხეებთან შეიარაღებულ დაპირისპირებაშია ჩართული. შეერთებული შტატები ბაღდადს მოუწოდებს, არ დაუშვას ირანის მიერ ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენება.
XS
SM
MD
LG