Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ტარდება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის მასშტაბური შემოწმება


რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე რეგიონებში ტარდება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის მასშტაბური, მოულოდნელი შემოწმება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა. შემოწმება მიჩნეულია ამ ტიპის უდიდეს მანევრად რუსეთის პოსტსაბჭოთა ისტორიაში. ის მოიცავს სამხედრო საზღვაო ძალებს, ანტისარაკეტო შენაერთებს, სამხელეთო ჯარებს, ტანკებს და ჯავშანტრანსპორტიორებს. იუწყებიან აგრეთვე, რომ ამურის რეგიონში საბძრძოლო დავალებისათვის მზადყოფნაში მოიყვანეს ტუ-95MS ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები.
XS
SM
MD
LG