Accessibility links

logo-print

აშშ-ში სასამართლომ უდნაშაულოდ ცნო პირი, რომელმაც 17 წლის აფროამერიკელი მოკლა


აშშ-ის ფლორიდის შტატში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სამოქალაქო პატრულის წევრი, ჯორჯ ციმერმანი, რომელსაც წაყენებული ჰქონდა აფროამერიკელი მოზარდის, ტრეივონ მარტინის მკვლელობის ბრალდება. ექვსკაციანმა ჟიურიმ დაადგინა, რომ ციმერმანი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. 17 წლის ტრეივონ მარტინი 2012 წლის თებერვალში, ქალაქ სენფორდში მოკლეს. ციმერმანი აცხადებს, რომ მოზარდს ესროლა მას შემდეგ, რაც ის თავს დაესხა ციმერმანს. მის გამართლებას აფროამერიკელების საპროტესტო აქციები მოჰყვა აშშ-ის რამდენიმე ქალაქში. ტრეივორ მარტინის მკვლელობას ბევრი აფროამერიკელი მიიჩნევს რასობრივი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად.
XS
SM
MD
LG