Accessibility links

logo-print

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ვანუატუსთან


საქართველომ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარა ვანუატუსთან. შესაბამის ოქმს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა. ვანუატუს, რომელიც ოკეანეთში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა, აღიარებული ჰქონდა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მაია ფანჯიკის განცხადებით, ვანუატუს მთავრობამ წელს მარტში გამოთქვა სურვილი, რომ ეს „გაუგებრობა აღმოფხვრილიყო“ და ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა საქართველოსთან. „მარტის ბოლოს ვანუატუში შეიცვალა მთავრობა, რომელთანაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური დიპლომატიური მუშაობა. ეს მუშაობა წარმატებით დასრულდა 12 ივლისს, როდესაც ნიუ-იორკში, ვანუატუს ელჩსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს შორის მოეწერა ხელი ოქმს საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე“, განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი განმარტებით, ოქმში შესულია ჩანაწერი, რომ ვანუატუ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
XS
SM
MD
LG