Accessibility links

logo-print

საქართველოში გაიმართა ავღანეთში გასამგზავრებელი ბატალიონის შემაჯამებელი სწავლება


საქართველოში, ვაზიანის ბაზაზე გაიმართა ავღანეთში, ISAF-ის (უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების) მისიაში გასამგზავრებელი ბატალიონის შემაჯამებელი სწავლება. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. სწავლებაში მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი მონაწილეობდა, ჩართული იყო ავიაციაც. ალასანიას შეფასებით, სწავლებამ წარმატებით ჩაიარა. 31-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ავღანეთში მისიის შესრულებამდე, ჯერ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც შემაჯამებელ-შეფასებითი წვრთნები გაიმართება.
XS
SM
MD
LG