Accessibility links

logo-print

საქართველოში მოელიან ჰამარბერგის რეკომენდაციას პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე


საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების საკითხზე საქართველოს ხელისუფლება ელოდება ევროკავშირის საგანგებო მრჩევლის, თომას ჰამარბერგის რეკომენდაციას, რის შემდეგაც შეეცდება, დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა კვირას თბილისში უთხრა ჟურნალისტებს. პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით საქართველოში ორ განსხვავებულ პოზიციას ემხრობიან: საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კადრები, რახან უკანონოდ იყო მოპოვებული, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს, ხოლო ნაწილი ფიქრობს, რომ თავდაპირველად უნდა ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს ორგანიზატორის ვინაობა და კადრები მოგვიანებით განადგურდეს. ჰამარბერგის რეკომენდაციას, დაახლოებით ერთ კვირაში მოელიან.
XS
SM
MD
LG