Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 30 ადამიანი შეიწირა შიიტურ უბნებში მოწყობილმა აფეთქებებმა


ერაყში 30-მდე ადამიანი დაიღუპა, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ ადგილებში მოწყობილი აფეთქებების შედეგად. აფეთქებები მოხდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მუსლიმთათვის წმინდა თვე რამადანთან დაკავშირებული მთელი დღე მარხვის შემდეგ ვახშამი დაიწყებოდა. აფეთქებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრიდან, აგრეთვე ქერბალიდან, კუტიდან, ნასირიიდან და მუსაიბიდან. ეს კვირა დღე იყო ზედიზედ მეოთხე დღე, როცა ერაყში 30-ზე მეტი ადამიანი გახდა თავდასხმების მსხვერპლი.
XS
SM
MD
LG