Accessibility links

logo-print

უილიამ ბერნსი ეგვიპტეში მოლაპარაკებებს გამართავს


დღეს ეგვიპტეში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის - უილიამ ბერნსის ორდღიანი ვიზიტი იწყება. ეს ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტია ეგვიპტეში მას შემდეგ, რაც 3 ივლისს სამხედრო ძალამ პრეზიდენტის თანამდებობას ჩამოაშორა დემოკრატიულად არჩეული მუჰამედ მურსი. უილიამ ბერნსი შეხვდება სამხედრო მაღალჩნოსნებსა და დროებითი მთავრობის ლიდერებს. წინასწარ არ არის ცნობილი - შეხვდება, თუ არა სახელმწიფო მდივნის მოადგილე „მუსლიმთა საძმოს“, მუჰამედ მურსის მხარდამჭერ ისლამისტურ მოძრაობას, რომელიც ეგვიპტეში მომხდარს აპროტესტებს და მურსის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვს. ობამას ადმინისტრაცია ჯერჯერობით თავს იკავებს გვიპტეში მომხდარის სახელმწიფო გადატრიალებად შეფასებისგან. ასეთი შეფასების პირობებში ვაშინგტონს ეგვიპტისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა მოუწევს, რაც წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტს ითვლის.
XS
SM
MD
LG