Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანის ახალი პრეზიდენტი გააკრიტიკა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ის არ ენდობა ირანის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ჰასან როჰანის. ნეთანიაჰუ როჰანის „ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს“ უწოდებს. ნეთანიაჰუმ კვირას ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ CBS-ს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანი დაადანაშაულა ბირთვული იარაღის შესაქმნელად პროგრამის აქტიურად წარმართვაში. ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი „სულ უფრო უახლოვდება ბომბის შექმნას“ და თეირანს მკაფიოდ უნდა ეთქვას, რომ ეს არ მოხდება. ნეთანიაჰუ თვლის, რომ როჰანის პრეზიდენტობისას ირანის პოლიტიკა ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით არ შეიცვლება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG