Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნას იწყებენ


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნას აწარმოებენ. წვრთნა დღეს დაიწყება და 4 აგვისტომდე გასტანს. წვრთნების სახელწოდებაა - „შავი ზღვის საროტაციო ძალები - 2013“. საწვრთნელი ოპერაციების ბაზა ბულგარეთში, ნოვო სელოში იქნება. აზერბაიჯანული წყაროს თანახმად, „შავი ზღვის საროტაციო ძალები“ ყოველწლიური ტაქტიკური წვრთნაა და მასში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა დანაყოფები მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG