Accessibility links

logo-print

ალასანია აცხადებს, რომ არმია თავისუფალ არჩევანს გააკეთებს


საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქართველ ჯარისკაცებს ვერავინ მოსთხოვს მმართველი გუნდის მხარდაჭერას. "მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ შეიარაღებული ძალები იქნება აპოლიტიკური. ჯარისკაცებს ვერავინ ვერ მოსთხოვს და ვერ დააძალებს მმართველ გუნდს მისცეს ხმა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. ამასთან დაკავშირებული რამდენიმე ინსტრუქცია უკვე გაცემულია, ასევე ვემზადებით ჩავატაროთ არჩევნები ავღანეთშიც", – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, შეიარაღებული ძალების მიუკერძოებლობა გარანტირებული იქნება და ყველა ჯარისკაცი ხმას საკუთარი ნებით მისცემს.
XS
SM
MD
LG