Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია: ნატოსთან ერთად გაანალიზდა თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეომასალა


თალიბანის სახელით ინტერნეტსივრცეში საქართველოდან ივნისში ატვირთული, მუქარის შემცველი ვიდეომასალა ნატოსთან ერთად გაანალიზდა - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ვიდეომასალების გავრცელებასა და ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებზე თავდასხმებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ”შეირაღებული ძალები, თითოეული ჯარსიკაცი და მე, როგორც მინისტრი ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას, მქონდა არაერთი შეხვედრა შს-თა მინისტრთან და გვაიმედებენ, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნება”, - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ ”ამორალური, სულმოკლე ადამიანების მიერ დაგეგმილი დანაშაულის” ყველა დეტალი იყოს გამოძიებული, დადგინდეს როგორც დამკვეთების, ასევე შემსრულებლების ვინაობა და ისინი სამაგალითოდ დაისაჯონ. ირაკლი ალასანიამ არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებაში მისი წარმატებით დასრულებისთვის ჩაერთვებიან თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული სადაზვერვო საშულებებიც.
XS
SM
MD
LG