Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა ბურჭულაძე არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას


პაატა ბურჭულაძე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს. ცნობილმა საოპერო ბანმა დღეს გავრცელებულ განცხადებაში კვლავ დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში სთავაზობდნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რაზეც ყოველთვის უარს ამბობდა და ეს არასდროს უნანია. ”ბოლო დროს, შემოთავაზება ძალიან გააქტიურდა, მასში ჩაერთო ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი და ასევე მომმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა”, - ნათქვამია განცხადებაში. პაატა ბურჭულაძე ყველას მადლობას უხდის ნდობისა და პატივისცემისათვის, მათ შორის ჯონდი ბაღათურიასა და კახა კუკავას, რომლებმაც საზოგადოების მოსაზრება საჯაროდ გაახმოვანეს, თუმცა მიიჩნევს, რომ დღეს მისი პოლიტიკაში ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს და საზოგადოებრივი საქმიანობით ქვეყანას ბევრად უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ”მე ყოველთვის ვიდექი და ვიდგები ჩემი ერის სამსახურში და თუ ოდესმე ყველანი ერთად მივიჩნევთ, რომ ქვეყანას სხვა სფეროში მეტად სჭირდება ჩემი ყოფნა და გამოცდილება, გპირდებით, რომ მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა", - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG