Accessibility links

logo-print

მოსკოვი აცხადებს, რომ სნოუდენისგან თავშესაფრის თხოვნა არ მიუღია


ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერაც არ მიუღიათ წერილობითი განაცხადი, რომლითაც აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი, ამჟამად ძებნილი უილიამ სნოუდენი თავშესაფრის გამოყოფას ითხოვდა. რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის უფროსმა, ვლადიმირ ვოლოხმა სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ასეთ განაცხადს დამუშავებისთვის სამიდან ექვს თვემდე დრო სჭირდება. სნოუდენი უკვე სამი კვირაა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ცხოვრობს. შეერთებულ შტატებს ძებნა აქვს გამოცხადებული სნოუდენზე მას შემდეგ, რაც მან თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე ინფორმაცია გაავრცელა. 21 ივლისს სნოუდენმა აეროპორტში უფლებადამცველებთან გამართა შეხვედრა. მისი თქმით, მან თავშესაფარი 21 ქვეყანას სთხოვა, თუმცა უმეტესობისგან უარი მიიღო. სნოუდენის განცხადებით, მას თავშესაფარი შესთავაზეს ბოლივიამ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ, მაგრამ მას მოგზაურობა არ შეუძლია იმის გამო, რომ აშშ-მა მისი პასპორტი გააუქმა.
XS
SM
MD
LG