Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, დროულად შეისწავლოს წამების მსხვერპლი პატიმრების საქმეები


ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას წამების მსხვერპლი მსჯავრდებულის თამაზ რასოიანის ვადაზე ადრე განთავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, წლების განმავლობაში საპატიმროებში განხორციელებულმა ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა წამებამ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვია. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელთა თქმით, "პატიმრობის შესახებ" კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც პატიმარს სასჯელის მოხდისგან ათავისუფლებს. თამაზ რასოიანს კი ამ ნუსხაში ჩამოთვლილი დაავადებები აწუხებს და პატიმრობიდან გათავისუფლებას ექვემდებარება. "თამაზ რასოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს განზრახ მკვლელობის ბრალდებაში, რის გამოც 2004 წლიდან პატიმრობაშია. თუმცა ამ დანაშაულისათვის მას სასჯელი პრაქტიკულად მოხდილი აქვს და ამჟამად მეორე სასჯელს იხდის, რომელიც საპატიმროში დაემატა. სასჯელთა შეკრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მას მთლიანობაში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი", - აცხადებენ ორგანიზაციაში. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს პროკურატურას, გადახედოს თამაზ რასოიანის მეორე ბრალდებას ქურდული სამყაროს წევრობას. ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას, დროულად შეისწავლოს საპატიმროებში დარჩენილი წამების მსხვერპლი მსჯავრდებულების საქმეები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
XS
SM
MD
LG