Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო იწყებს გიგი უგულავას საქმის არსებით განხილვას


თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. წინასასამართლო სხდომაზე უგულავამ მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვა. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე დაცის მხარის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილიყო, თუმცა ბრალდების მხარე აღნიშნულის წინააღმდეგი იყო. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამერთლე მერაბ ჯორბენაძემ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვაზე უარს, დედაქალაქის მერმა პროცესზე განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა შემთხვევაში უფრო მეტი გაუგებრობა იქნება, ვიდრე ახლა არსებობს საქმეში და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე. პროკურატურა უგულავას შპს "თბილსერვისჯგუფთან" და ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულ საკითხებს ედავება. გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG