Accessibility links

logo-print

გიორგი მარგველაშვილი: გამოკითხვის ნებისმიერი მაჩვენებელი სტიმულის მომცემია


პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი NDI-ის გამოკითხვების შედეგებს, სადაც მას მხარი 29 პროცენტმა დაუჭირა, საინტერესო მაჩვენებელს უწოდებს, ამის შესახებ მან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა: "მე მუდმივად ვეცნობი გამოკითხვებს. ანალოგიურ გამოკითხვებს ატარებს IRI, ტარდება გამოკითხვები ინტერნეტში, გაზეთებში. ბუნებრივია, ეს ძალიან საინტერესოა. რა მაჩვენებელიც უნდა მენახა, ჩემთვის ეს იქნებოდა მოტივაცია, ბევრად უფრო აქტიური მუშაობისთვის და კამპანიის აქტიური დაწყებისათვის. საარჩევნო კამპანია ჯერ დაწყებული არ არის, შესაბამისად, ნებისმიერი მაჩვენებელი სტიმულის მომცემია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
XS
SM
MD
LG