Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი გოგონა აპროტესტებს სასამართლოს გადაწყვეტილებას


15 წლის ავღანელმა გოგონამ საჰარ გიულმა უკმაყოფილება გამოთქვა სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, მისი სამი ნათესავი, რომლებიც მას თვეების განმავლობაში აწამებდნენ და მასზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ, სასამართლომ გაათავისუფლა. ”ბიბისისთან” ინტერვიუში გოგონა არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლებული ნათესავების მხრიდან კვლავაც განხორციელდეს მასზე ძალადობა. საჰარ გიულის ამბავი გასული წლის იანვარში გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც ის 12 წლის ასაკში ორჯერ უფროს კაცზე გაათხოვეს, მის მიმართ ძალადობას ახორციელებდა როგორც ქმარი, ისე ქმრის ნათესავები. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის რამდენიმე თვის გაბნმავლობაში სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი, მას აძრობდნენ ფრჩხილებს, წვავდნენ უთოთი და ატეხდნენ თითებს. გასული წლის მაისში საჰარ გიულის სამ ნათესავს ათწლიანი პატირმობა მიესაჯა, მის ქმარზე კი ძებნა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG