Accessibility links

არგენტინა პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების თვალთვალზე საუბრობს


არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის ეკტორ ტიმერმანის განცხადებით, მან ბუენოს აირესის სასამართლოს გადასცა პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ჟურნალისტების ასკაციანი სია, რომლებიც ჯაშუშობის მსხვერპლნი გახდნენ. ტიმერმანის სიტყვებით, მან ეს ინფორმაცია გასულ პარასკევს, ურუგვაიში გამართული სამიტის დროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო. ამასთანავე მას არ დაუკონკრეტებია მაღალჩინოსნის ვინაობა და არც ის, იყო თუ არა ეს თვალთვალი განხორციელებული ამერიკის სპეცსამსახურების მიერ. გასულ კვირაში ბრაზილიამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოითხოვა განმარტება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, ამერიკული სპეცსამსახურები ქვეყნის მილიონობით მოქალაქისა და ადგილობრივი კომპანიების ინტერნეტმიმოწერასა და სატელეფონო საუბრებს აკონტროლებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, ასეთი მოთხოვნები გაისმა კოლუმბიის, მექსიკისა და ჩილეს მხრიდანაც.
XS
SM
MD
LG