Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში უცხოელი ჯარისკაცი და ორი ავღანელი დაიღუპნენ


ავღანეთში ერთი უცხოელი ჯარისკაცი და ორი ავღანელი დაიღუპნენ სხვადასხვა თავდასხმის შედეგად. უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების (ISAF-ის) ცნობით, მისი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს აღმოსავლეთ ავღანეთში. ამ ცნობაში არ არის ნათქვამი, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო მოკლული ჯარისკაცი. ასევე სამშაბათს, აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციის პოლიციის პრესმდივანმა ჰაზრათ ჰუსაინმა განაცხადა, რომ ველოსიპედზე დამონატაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქების შედეგად დაიღუპნენ ავღანელი პოლიციელი და უშიშროების სამსახურის აგენტი. სხვა ინფორმაციით, ორივე დაღუპული სამოქალაქო პირები იყვნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG