Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკაში შეიპყრეს ერთ-ერთი უძლიერესი ნარკოკარტელის მეთაური


მექსიკაში დააკავეს ერთ-ერთი უძლიერესი ნარკოკარტელის, „სეტას“ მეთაური, მიგელ ანხელ ტრევინო მორალესი. მექსიკის მთავრობის განცხადებით, ის მექსიკელმა საზღვაო ქვეითებმა შეიპყრეს შეერთებული შტატების საზღვართან მდებარე ქალაქ ნუევო ლარედოში. „სეტა“ მიჩნეულია მექსიკაში ერთ-ერთ უძლიერეს და დაუნდობელ მაფიურ ჯგუფად, რომელსაც პასუხსიმგებლობას აკისრებენ ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა, მაგალითად მოწინააღმდეგეებისთვის თავის მოკვეთა. ტრევინო მორალესი კარტელის სათავეში მოექცა მას შემდეგ, რაც მექსიკელმა ჯარისკაცებმა 2012 წლის ოქტომბერში მოკლეს „სეტას“ წინა ლიდერი. შეერთებული შტატების მთავრობას 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული ჯილდოდ ინფორმაციისათვის, რომელსაც მისი შეპყრობა მოჰყვებოდა.
XS
SM
MD
LG