Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია


აშშ-ში გაემგზავრა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის დეპუტატები და მთავარი პროკურორი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია ათობით შეხვედრა აშშ-ის მაღალი რანგის მოხელეებთან და არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დელეგაციის წევრები ამერიკელ პარტნიორებს დეტალურად გააცნობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მიზნებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის.
XS
SM
MD
LG