Accessibility links

logo-print

საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს რუსმა სამხედროებმა


საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა სამხედროებმა. ხუთივე მათგანს ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, სამი მოქალაქე სოფელ ახალუბნის, ორი კი სოფელ ხვითის მკვიდრია. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG