Accessibility links

logo-print

ყაზახი დევნილის არასწორად დეპორტირების გამო გადადგა იტალიელი მოხელე


იტალიაში სამოქალაქო მოხელე გადადგა იმის გამო, რომ არასწორად გაასახლა ქვეყნიდან წამყვანი ყაზახი ოპოზიციონერის ცოლი და შვილი. იტალიის მთავრობამ აღიარა, რომ პოლიციამ შეცდომა დაუშვა, როცა დააკავა ალმა შალაბაევა და ყაზახეთში გააგზავნა უკან შვილთან, ექვსი წლის გოგონასთან ერთად. იტალიის მთავრობის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი, ანჯელინო ალფანო დეპორტირების განხორციელებამდე არ იყო ინფორმირებული. მისი აპარატის უფროსმა, ჯუზეპე პროკაჩინიმ მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა და გადადგა. ცნობით, პროკაჩინი ასრულებდა იტალიაში ყაზახეთის ელჩის შეკვეთას, ყურადღება მიექცია მუხტარ აბლიაზოვისთვის, შალაბაევას ქმრისთვის, რომელსაც ყაზახეთის მთავრობა თაღლითობისთვის ეძებს. ის ყოფილი ბანკირი და ენერგეტიკის მინისტრია, რომელსაც ბრიტანეთში აქვს თავშესაფარი მიღებული მას მერე, რაც პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს დაუპირისპირდა.
XS
SM
MD
LG