Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: აშშ-სთან კავშირები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „კინკლაობა“ სნოუდენის ირგვლივ


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის და აშშ-ის კავშირები უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე „სადაზვერვო სამსახურების გარშემო კინკლაობაო“. პუტინს მხედველობაში ჰქონდა დაძაბულობა, რომელიც აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებიდან საიდუმლო ინფორმაციის გარეთ გამომტანი პირის, ედვარდ სნოუდენის გარშემოა შექმნილი. სნოუდენი, რომელიც აშშ-ის უშიშროების ყოფილი კონტრაქტორი და ამჟამად ძებნილია, მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონას 23 ივნისის მერე აფარებს თავს და რუსეთს დროებითი თავშესაფრის გამოყოფას სთხოვს. პუტინის განცხადებით, ის აშშ-ისთან ურთიერთობის გაღრმავებაზე მუშაობს და სნოუდენს საშუალება არ მიეცემა ზიანი მიაყენოს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობას. სამშაბათს თეთრის სახელის პრესმდივანმა, ჯეი კარნიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია - რომ სნოუდენი აშშ-ს უნდა გადაეცეს და მან პასუხი უნდა აგოს მთავრობის საკუთრების მოპარვის და დაზვერვის პროგრამების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროების გამო.
XS
SM
MD
LG