Accessibility links

logo-print

აშშ ბაქოს არჩევნებამდე „თამამი ნაბიჯების“ გადადგმისკენ მოუწოდებს


აშშ აზერბაიჯანს მოუწოდებს „თამამი ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური გარემოს გასაუმჯობესებლად“, ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში, ტომას მელია, აზერბაიჯანს მიმართავს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა უშუალოდ „არჩევნების დღეს კი არა, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მოხდეს“. მელია ამ განცხადებებით გამოვიდა აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტში აზერბაიჯანის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის ოპოზიციის და მთავრობის წარმომადგენლები. მისი თქმით, აზერბაიჯანს „უკვე ხვალ“ შეუძლია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა - მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილგარ მამადოვის პატიმრობიდან განთავისუფლება და ეუთოს დამკვირვებლების მიწვევა. აზერბაიჯანის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სამად სეიდოვი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ არჩევნებთან მიმართებით წინასწარი განწყობა არ უნდა გაჩნდეს. მთავრობის მხრიდან პლურალიზმისადმი ერთგულების მაგალითად მან ოპოზიციის რიგებში ბოლო დროს შემდგარი გაერთიანება მოიტანა.
XS
SM
MD
LG