Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობის თანახმად, ვანო მერაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა ევროკომისარი შტეფან ფიულე


ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრებთან დღევანდელ შეხვედრამდე ვანო მერაბიშვილს გასულ პარასკევს ტელეფონით ესაუბრა ევროკომისარი შტეფან ფიულე. პარტიის შეფასებით, მისი გენერალური მდივნის წინასწარი პატიმრობის საკითხისადმი წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების მაღალი ინტერესი ადასტურებს, რომ ისინი საქმეს პოლიტიკურ კონტექსტში განხილავენ. ნაციონალური მოძრაობა ევროპარლამენტის დელეგაციას და ევროკომისარ ფიულეს ყურადღებისთვის მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულად ჩატარების შესახებ აღებული ვალდებულება რეალურ შედეგს გამოიღებს. ”ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში წინასწარი პატიმრობის გამოყენება პოლიტიკურ იარაღად და ეჭვმიტანილები გათავისუფლდნენ” - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კანდელაკმა.
XS
SM
MD
LG