Accessibility links

logo-print

დამტკიცდა ნავალნის კანდიდატურა მერის არჩევნებზე


მოსკოვის საარჩევნო კომისიამ სექტემბერში დანიშნული ქალაქის მერის არჩევნებისთვის ოფიციალურად გაატარა რეგისტრაციაში ოპოზიციონერი პირი, კორუფციასთან მებრძოლი ბლოგერი ალექსეი ნავალნი. ამის შესახებ განცხადებით გამოვიდა კომისიის ხელმძღვანელი, ვალენტინ გორბუნოვი. მაგრამ ნავალნიმ ვერ შესძლო კომისიის წევრებთან მისვლა და, მოთხოვნის შესაბამისად, დასტურის პირადად მიღება. ნავალნი ემზადებოდა კიროვში გასამგზავრებლად, სადაც მას ხუთშაბათს განაჩენი უნდა გამოუცხადონ მის წინააღმდეგ გაფლანგვის ბრალდებით აღძრულ საქმეზე. მაშინაც კი, თუკი დამნაშავედ სცნობენ, ნავალნი შესძლებს კენჭისყრაში მონაწილეობას, სანამ ყველა სააპელაციო პროცედურას ამოწურავს. თუმცა დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ის შეიძლება დააპატიმრონ. ნავალნის ბრალად ედება 2009 წელს 510,000-მდე დოლარის გაფლანგვა სატყეო კომპანიაში. ნავალნის საარჩევნო გუნდის ხელმძღვანელი, ლეონიდ ვოლკოვი ცდილობს მინდობილობა მოიპოვოს და მან ჩაიბაროს დასტური ნავალნის კანდიდატად დარეგისტრირებაზე.
XS
SM
MD
LG