Accessibility links

ინდოეთში უფასო სასკოლო სადილის ჭამის შემდეგ ბავშვები დაიხოცნენ


სულ მცირე 20 ბავშვი დაიღუპა ინდოეთის აღმოსავლეთში, სკოლაში დარიგებული უფასო სადილის ჭამის შემდეგ. ოფიციალური პირების ცნობით, საავადმყოფოში მოთავსებულია კიდევ ათეულობით ბავშვი. შემთხვევა მოხდა სამშაბათს, სოფელ მასრახში. ოფიციალური პირების თქმით, წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ საკვებში ფოსფატის კვალი იქნა აღმოჩენილი. ფოსფატს ბრინჯის და ხორბლის შესანახად იყენებენ. დაღუპული ბავშვების ასაკი 8-დან 11 წლამდეა. დაწყებულია გამოძიება. უფლებამოსილება შეუჩერეს საკვების ინსპექტორს, სკოლის დირექტორს კი გულგრილობის ბრალდების წაყენება ემუქრება. ინდოეთის ბევრი რეგიონის მთავრობები არიგებენ უფასო სადილებს ღარიბი ბავშვებისთვის. არასათანადო კვება და გამოფიტვა ინდოეთის ბავშვების ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG