Accessibility links

logo-print

გაეროს წარმომადგენელი: ერაყის და სირიის კონფლიქტები ერთმანეთს ერწყმის


ერაყში გაეროს წარმომადგენელი, რომელსაც ამ პოსტზე ვადა ეწურება აცხადებს, რომ ერაყში ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობა უკავშირდება მეზობელ სირიაში მიმდინარე კონფლიქტს და „საბრძოლო ფრონტები ერთმანეთს ერწყმის“. მარტინ კობლერმა სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს მოახსენა, ერაყელი შეიარაღებული დაჯგუფებები სულ უფრო მეტად აქტიურობენ სირიაშიო. კობლერის თქმით, ბოლო ოთხი თვე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პერიოდი იყო ერაყში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში - ამ თვეების განმავლობაში 3,000-მდე ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG