Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ სეირან ოჰანიანის ხელმძღვანელობით


თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი სეირან ოჰანიანი ხელმძღვანელობს. დღეს გაიმართა მისი და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას პირისპირ შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოების და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის საკითხები. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. დღესვე თავდაცვის სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. თბილისში ოფიციალური ვიზიტისას სომხეთის თავდაცვის მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
XS
SM
MD
LG