Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა დააკანონა ერთი სქესის ადამიანების ქორწინება


ბრიტანეთმა დააკანონა ერთი სქესის ადამიანების ქორწინება - დღეს ამ პრაქტიკას დედოფალმა ელისაბედმა დაუსვა სამეფო ბეჭედი. დედოფლისგან დადასტურებამდე ერთი დღით ადრე პარლამენტმა დაამტკიცა ინგლისში და უელსში ერთი სქესის ადამიანების ქორწინების კანონპროექტი. დედოფლისგან დასტური ფორმალობას წარმოადგენდა. ინიციატივა ერთი სქესის ადამიანების ქორწინებებს მომავალი ზაფხულიდან უხსნის გზას. ახალი კანონი ჰომოსექსუალ წყვილებს ნებას რთავს როგორც სამოქალაქო, ისე რელიგიური ცერემონიებით დაქორწინებაზე. ამასთან, წყვილები, რომლებიც წარსულში სამოქალაქო პარტნიორებად დარეგისტრირდნენ, შეძლებენ თავიანთ ურთიერთობას ქორწინების სტატუსი მიანიჭონ.
XS
SM
MD
LG