Accessibility links

logo-print

თალიბანი მალალა იუსაფზაის მოუწოდებს დაბრუნდეს სვატის რეგიონში


პაკისტანის თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენელი პირი მოუწოდებს გოგონების განათლების უფლებისთვის მებრძოლ აქტივისტს, მალალა იუსაფზაის დაბრუნდეს ბრიტანეთიდან და სვატის რეგიონში, მშობლიურ ქალაქ მინგორაში გოგონების მედრესეს შეუერთდეს. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ, 2,000 სიტყვიან წერილში ადნან რაშიდი ირწმუნება, რომ თალიბანი არ ეწინააღმდეგება გოგონების განათლებას. რაშიდის თქმით, თალიბანი შარშან მალალას მოკვლას იმის გამო შეეცადა, რომ ახალგაზრდა გოგონა ცილისმწამებლური კამპანიის გამჩაღებლად მიიჩნია, რომელიც ძირს უთხრიდა მათ მცდელობას სვატში ისლამური სისტემა დაარსებულიყო. მალალა იუსაფზაის თავის არეში ესროლეს მაშინ, როცა მინგორაში სკოლიდან ბრუნდებოდა შინ. გასულ კვირაში, თავის მეთექვსმეტე დაბადების დღეზე მალალა იუსაფზაიმ გაეროს მიმართა სიტყვით და განაცხადა, თალიბანმა ჩემი გაჩუმება ვერ შესძლოო. იუსაფზაი გამოვიდა მოწოდებით უფრო მეტი ძალისხმევა გატარდეს საიმისოდ, რომ ბავშვების განათლება უნივერსალური გახდეს.
XS
SM
MD
LG