Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეჭვმიტანილი გენერალი კალანდაძე ირაკლი ალასანიას ბრალდებას უყენებს


საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ქვეყნის პრემიერსა და პრეზიდენტს მიმართავს, ყურადღება გაამახვილონ ირაკლი ალასანია მიერ რამდენიმე თვის წინ ტელეეთერით ნათქვამ სიცრუეზე. "უხარისხო კვების გამო ჯარში მოიწამლა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი. პირველი მოწამვლის ფაქტი მე-2 და მე-3 ბრიგადაში მოხდა. ერთი თვის შემდეგ მსგავსი ფაქტი მე-4 ბრიგადაში განმეორდა. ალასანია ამ შემთხვევებს მალავს. მეორე ფაქტი საერთოდ არ გახმაურებულა. ჯარისკაცების მოწამვლის მიზეზი უხარისხო საკვებია", - განაცხადა გიგი კალანდაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ კალანდაძე სიცრუეს უწოდა ბრალდებებს, თითქოს მან ჯარის კვებისთვის გათვალისწინებული 500 ათასი ლარიდან თანხა მიითვისა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი 17 ივლისს სამხედრო პოლიციაში იმყოფებოდა და ლოგისტიკის სარდლის, გიორგი კერესელიძის მიერ მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება გააცნეს. კერესელიძის ჩვენებით, გენერალ კალანდაძის ბრძანებით, მან ზუგდიდის აქციის მოსაწყობად, საპარლამენტო არჩევნების წინ, უკანონოდ მოახდინა საწვავის გამოყოფა .
XS
SM
MD
LG