Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კორეის ავიაკომპანია კალიფორნიის სატელევიზო სადგურს უჩივის


სამხრეთ კორეის ავიაკომპანია „აზიანა აირლაინსმა“ სასამართლოში უჩივლა კალიფორნიის ტელეკომპანიას, რომელმაც ავარიაში მოყოლილი თვითმფრინავის მფრინავების სახელები შეურაცხმყოფლად გადასცა. ტელეკომპანია KTVU-მ მფრინავების სახელების იდენტიფიცირება გამოგონილი სახელებით მოახდინა, რაც ფონეტიკურად ჟღერდა, როგორც „ცუდი რაღაც“ და „ჩვენ ძალიან პატარები ვართ“. ტელესადგურმა ბოდიში მოიხადა და განაცხად, რომ მფრინავების სახელების გამოყენების ნებართვა მიიღო სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოსაგან, რომელიც აშშ-ის მთავრობის საგამოძიებო სტრუქტურაა. სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ კი გაუგებრობის მიზეზად დაასახელა პრაქტიკანტი, რომელიც სასწრაფოდ დაითხოვეს სამსახურიდან. „ბოინგის“ კლასის თვითმფრინავმა სან ფრანცისკოში დაშვების დროს გასულ კვირაში განიცადა კატასტროფა .
XS
SM
MD
LG